ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას, ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სამედიცინო კონსულტაციებს მედიკოსები გაუწევენ.
მოქალაქეებთან უკვე იმყოფებიან სხვადასხვა პროფილის ექიმები, რომლებიც დაზარალებულებს საჭიროებისამებრ პირველად დახმარებას აღმოუჩენენ.
ადგილზეა შესაბამისი სამედიცინო აპარატურაც, საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეები უზრუნველყოფილნი იქნებიან მედიკამენტებითაც.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით რეგიონში იმყოფებიან სამედიცინო ჰოლდინგის წარმომადგენლები, რომლებიც კოორდინაციაში არიან ადგილობრივ ხელისუფლებასთან.