თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე, ალექსანდრ კრეინის "ლაურენსიას" პრემიერა შედგა. ორმოქმედებიანი ბალეტი ესპანელი დრამატურგის ლოპე დე ვეგას პიესის "ცხვრის წყაროს" მიხედვით დაიდგა.
სპექტაკლს დირიჟორობს მაესტრო ლევან ჯაგაევი, თეატრის ორკესტრის თანხლებით. ლეგენდარული ქართველი ქორეოგრაფის ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფია აღადგინა და საკუთარი ქორეოგრაფიული რედაქციით დადგა ნინო ანანიაშვილმა.
ჩვენებები უკვე დაიწყო და მაყურებელს სპექტაკლზე დასწრება 19 თებერვლამდე შეეძლება.