ეს ადამიანი [ექსპერტი] პირდაპირაა დაკავშირებული პოლონეთის ხელისუფლებასთან რა პოლიტიკა აქვს პოლონეთის მთავრობას ქართველ ხალხთან დაკავშირებით, ეს ვიცით, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა "მოსკოვის მექანიზმის" დასკვნის შემდგენელ ექსპერტთან დაკავშირებით.
მისი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრ სიკორსკი, რომელიც ამ ადამიანის საქმიანობას კოორდინირებს, რამდენიმე თვის წინ, ამბობდა, რომ სააკაშვილი დემოკრატიის მამოძრავებელი ძალაა.
"აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი [ექსპერტი] პირდაპირაა დაკავშირებული პოლონეთის ხელისუფლებასთან. არის ხელისუფლების ნდობით აღჭურვილი პირი, ფინანსდება პოლონეთის ხელისუფლებისგან. შარშან დაყენებული იყო გაერო-ში კანდიდატად პოლონეთის ხელისუფლების მხრიდან. არის პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული კვლევითი ცენტრის საბჭოს წევრი, სტიპენდიებს იღებდა. ეს პირდაპირ აჩვენებს, რომ არის პოლონეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირი. რა პოლიტიკა აქვს პოლონეთის მთავრობას ქართველ ხალხთან დაკავშირებით, ეს ვიცით. საგარეო საქმეთა მინისტრ სიკორსკის, ვინც ამ ადამიანის საქმიანობას კოორდინირებს, განცხადებაც გვახსოვს რამდენიმე თვის წინ როდესაც ამბობდა, რომ სააკაშვილი არის დემოკრატიის მამოძრავებელი ძალა. იმავე პოლონეთის მთავრობამ გამოაგზავნა ექიმი-ექსპერტები, როლებიც ცდილობდნენ, ფარულად, მიხეილ სააკაშვილის ანალიზები გაეტანათ", - აღნიშნა პაპუაშვილმა.