ოპოზიციონერი აქტივისტის, დავით ქაცარავას განცხადებით, უჩა ნანუაშვილი წინასწარ დაჰპირდა, რომ "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში მოწმედ გამოიკითხებოდა.
"მქონდა ერთ ეტაპზე საუბარი უჩა ნანუაშვილთან, რომელმაც მითხრა, რომ "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში მოხდებოდა ჩემი გამოკითხვა, თუმცა, შემდეგ არავინ დამკავშირებია“, - განაცხადა დავით ქაცარავამ, "TV პირველის" ეთერში.