"პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას დიალოგი არ სჭირდება, სჭირდება ციხის კარის გაღება," - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.
ლაშა ფარულავას შეფასებით, "ლელოს" მხრიდან დიალოგზე საუბარი არის "დამნაშავე პოლიტიკური ძალის ადვოკატობა".
"რაც შეეხება თავისუფალ, სამართლიან არჩევნებს, ქართველი ხალხის მოთხოვნით, ეს არჩევნები ჩატარდება და ასეთ არჩევნებს ცნობს მთელი საერთაშორისო საზოგადოება. როდესაც "ლელო" საუბრობს დიალოგზე, ეს არის დამნაშავე პოლიტიკური ძალის ადვოკატობა, ვიდრე გულუბრყვილო მცდელობა, რომ დიალოგი წამოიწყო," - განაცხადა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ.