27 ოქტომბერი 2026,   09:38
ვრცლად
"რად უნდა მხილება ან შესწავლა იმ ფაქტებს, რომელიც პირდაპირ ეთერებში გადაიცემოდა? უჩა ნანუაშვილის დემონიზრება მართლა უბადრუკი მცდელობაა" - ლაშა ფარულავა

"ეუთოს მოსკოვის მექანიზმის" დოკუმენტს კოორდინაციას უჩა ნანუშვილი უწევდა, - ამის შესახებ დავით ქაცარავამ ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში განაცხადა. ქაცარავამ თქვა, რომ მას ნანუაშვილი დაუკავშირდა და უთხრა, რომ უნდა გამოეკითხათ.

ეს განცხადება მმართველი გუნდისთვის არის კიდევ ერთი დასტური, რომ მოსკოვის მექანიზმის ანგარიში ქართული ოპოზიციისა და მათი პარტნიორების კოორდინაციის შედეგია.

"ეუთოს" დოკუმენტი "ქართული ოცნებისთვის" წინასწარ დაწერილი და რეალობას აცდენილია. მათ ეჭვებს უჩენთ ის ფაქტიც, რომ საქართველოს შესახებ ანგარიში პოლონეთის მთავრობის მოქმედმა მრჩეველმა მოამზადა.

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლაშა ფარულავას თქმით, არ უნდა მხილება ან შესწავლა იმ ფაქტებს, რომელიც პირდაპირ ეთერებში გადაიცემოდა.

"რად უნდა მხილება ან შესწავლა იმ ფაქტებს, რომელიც პირდაპირ ეთერებში გადაიცემოდა?.. უჩა ნანუაშვილის დემონიზრება არის მართლა უბადრუკი მცდელობა", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

დღის ამბები