"ეუთოს მოსკოვის მექანიზმის" დოკუმენტს კოორდინაციას უჩა ნანუშვილი უწევდა, - ამის შესახებ დავით ქაცარავამ ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში განაცხადა.
ქაცარავამ თქვა, რომ მას ნანუაშვილი დაუკავშირდა და უთხრა, რომ უნდა გამოეკითხათ. ეს განცხადება მმართველი გუნდისთვის არის კიდევ ერთი დასტური, რომ მოსკოვის მექანიზმის ანგარიში ქართული ოპოზიციისა და მათი პარტნიორების კოორდინაციის შედეგია.
"ეუთოს" დოკუმენტი "ქართული ოცნებისთვის" წინასწარ დაწერილი და რეალობას აცდენილია. მათ ეჭვებს უჩენთ ის ფაქტიც, რომ საქართველოს შესახებ ანგარიში პოლონეთის მთავრობის მოქმედმა მრჩეველმა მოამზადა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ძალიან ვიწრო, პოლიტიკური მიზნებისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში არსებული მექანიზმების გამოყენება ხდება.
"მარტივი რამ არის, ხდება საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში არსებული მექანიზმების გამოყენება ძალიან ვიწრო, პოლიტიკური მიზნებისთვის. რამდენიმედღიანი, შიდა პოლიტიკური დღის წესრიგი რომ შეიქმნას. სხვა რომ არაფერი დარჩენიათ, არის ეს, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ყველა მექანიზმი, რაც კი არსებობს, იმისთვის, რომ რაღაც სასიცოცხლო და სასუნთქი მივცეთ ოპოზიციას საქართველოში", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.