27 ოქტომბერი 2026,   00:31
ვრცლად
დაკვეთა იყო პარტნიორებისგან და ჩვენი ელექტორატისგან და ამას გავყევით. უმწიფარი ნაყოფი არ უნდა მოწყვიტო და არც ფიქციური გაერთიანებები აკეთო, იმიტომ, რომ მოსავლის აღება გინდა - გვარამია ოპოზიციის გაერთიანებაზე

ნიკა გვარამიამ, გადაცემაში "მესამე ფურცელი" პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა.
წამყვანის კითხვაზე - იყო თუ არა პოლიტიკური ერთობის შექმნა ერთგვარი დაკვეთა პარტნიორებისგან, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი პასუხობს, რომ ეს იყო დაკვეთა როგორც პარტნიორებისგან ისე ელექტორატისგან.

"[დაკვეთა იყო] ჯერ ერთი, პარტნიორებისგან, რა თქმა უნდა... და, პირველ რიგში, შიგნით, ხალხისგან. ჩვენი ელექტორატისგან როდესაც გაჩნდა ეს დაკვეთა, ამას გავყევით. უმწიფარი ნაყოფი არ უნდა მოწყვიტო და არც ფიქციური გაერთიანებები აკეთო, იმიტომ, რომ მოსავლის აღება გინდა. როცა ეს დამწიფდა, [მაშინ მოხდა]. ადამიანები ფსიქოლოგიურად მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ ერთ ოთახში ისხდნენ და წარსულის ტრავმები, როგორც მინიმუმ, წინა რიგში არ იჯდეს. მეხსიერება ერთ-ერთი ფუნდამენტური ხაზია ადამიანის ცნობიერის და, ზოგადად, მეხსიერება სასარგებლოა - ისტორიული მეხსიერება უნდა გქონდეს... ტრავმული მეხსიერება, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს, მაგრამ ზოგჯერ ტრავმას ხელი უნდა გაუშვა".

დღის ამბები