კოალიცია "ცვლილებებისთვის" თანათავმჯდომარემ, ერთ-ერთ გადაცემაში, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა, ნიკა გვარამიამ პროცესები შეცდომად მოიხსენია.
გვარამიამ ყურადღება გაამახვილა როგორ პოლიტიკოსების, ასევე ზოგიერთი მედიის "უპასუხისმგებლობაზე".
"საბოლოო ჯამში, შეცდომა დაუშვა, მურთაზს შეეშალა, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, მაგრამ სხვებზეც ასე ვფიქრობ. მინდა, რომ ასე იყოს.
ბოლომდე აიღო ის პასუხისმგებლობა, რაც იყო და არავინ და არაფერი არ მიუტოვებია. მე კინაღამ გული გამისკდა, არა მარტო იმიტომ, რომ ჩემი მეგობარია, არამედ იმიტომ, რომ ვუყურე მათ და საზოგადოების სასოწარკვეთას, ძალიან მძიმე საყურებელი იყო.
ჰაერი იყო, არც მედიების ქმედება იყო პასუხისმგებლობიანი. პოლიტიკოსებზე არანაკლებ უპასუხისმგებლო. თქვენი პასუხისმგებლობაც არის ამაში, საპნის ბუშტი ხომ თქვენ გაბერეთ, ეს იყო დაბუსტვა", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.