15 ოქტომბერი 2026,   12:59
ვრცლად
პრემიერი: "მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშის ავტორი წუხს, რომ უმრავლესობის წევრებმა შეიტანეს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში კონკრეტული პარტიების აკრძალვის მოთხოვნით. ავტორს ავიწყდება, რომ სამართლის უზენაესობა სახელმწიფოს ფუნდამენტია

"ანგარიშის ავტორი წუხს იმის გამო, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა შეიტანეს სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კონკრეტული პარტიების აკრძალვის მოთხოვნით და საქართველოს პროკურატურაში რამდენიმე მუხლით არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ განხორციელებულ სავარაუდო საბოტაჟთან დაკავშირებით", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ანგარიშის ავტორს ავიწყდება, რომ სამართლის უზენაესობა სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტია და მისი შეზღუდვა ვერცერთი უცხოელი ექსპერტის საქმე ვერ იქნება.

"მეექვსე - სამართლებრივი ქმედებები ოპოზიციის წინააღმდეგ. ანგარიშის ავტორი განსაკუთრებულად წუხს იმის გამო, რომ (1) საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა შეიტანეს სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კონკრეტული პარტიების აკრძალვის მოთხოვნით და (2) საქართველოს პროკურატურაში რამდენიმე მუხლით არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ განხორციელებულ სავარაუდო საბოტაჟთან დაკავშირებით. ანგარიშის ავტორი საკონსტიტუციო სარჩელს თვითნებურს უწოდებს, რაც ღიმილისმომგვრელია, რადგან სარჩელი, თავისი ბუნებით, თვითნებური ვერ იქნება. ანგარიშის ავტორს, რომელიც, სხვათა შორის, იურისტია, ავიწყდება, რომ სამართლის უზენაესობა სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტია და მისი შეზღუდვა ვერცერთი უცხოელი ექსპერტის საქმე ვერ იქნება", - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები