29 ოქტომბერი 2026,   12:42
ვრცლად
"რამდენიმე ბრალდებულთან დაკავშირებით გამოკვლეულ იქნა ვიდეოჩანაწერები" - სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა

სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა.

დღევანდელ სხდომაზე 14 ბრალდებულის ეპიზოდზე იმსჯელეს. გამოიკითხა ათონელის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის დამთვალიერებელი გამომძიებელი, რომელმაც აღწერა და დააფიქსირა დაზიანებული ობიექტები. დაკავებულებს ბრალი წარდგენილი აქვთ მუხლით, რაც ჯგუფურად სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას გულისხმობს

"ბრალდების მხარემ გამოიკვლია ვიდეომტკიცებულებები - მათ შორის, დაიკითხა შემთხვევის ადგილის დამთვალიერებელი გამომძიებელი. ვიდეოჩანაწერები, ამ შემთხვევაში, იყო სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრიდან მოპოვებული ვიდეოჩანაწერები, რომელიც ასახავდა 2025 წლის 4 ოქტომბერს ათონელის რეზიდენციასთან განვითარებულ მოვლენებს. ვიდეოჩანაწერების გამოკვლევის პარალელურად, რამდენიმე ბრალდებულის იდენტიფიცირება მოხდა. როგორც თქვენთვის ცნობილია, მოცემულ საქმეს ჰყავს 14 ბრალდებული, თოთხმეტივე ბრალდებულთან მიმართებით არსებობს შესაბამისი ვიდეოჩანაწერები, თუმცა ეს ჩანაწერები სხვადასხვა [გზით არის მოპოვებული] - როგორც სატელევიზიო ეთერებიდან და მედიასაშუალებებიდან, ასევე, სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრიდან. დღევანდელ პროცესზე რამდენიმე ბრალდებულთან დაკავშირებით გამოკვლეულ იქნა ვიდეოჩანაწერები", - აცხადებს საქმის პროკურორი თამარ იაკობიძე.

დღის ამბები