ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოს საკითხს განიხილავენ. დღის წესრიგით მთავარი თემები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებაა. ასევე, მითითებულია, რომ მინისტრები გერმანიიდან და საფრანგეთიდან მოუსმენენ ინფორმაციას საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების შესახებ. ბრიუსელში საგარეო მინისტრების საბჭოს სხდომა უკვე დაიწყო. მანამდე საქართველოს შესახებ განცხადებები ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ გაკეთდა.
"დღეს ჩვენ საქართველოს საკითხსაც განვიხილავთ. საქართველოში ვითარება უფრო სერიოზული ხდება. 6 მარტიდან დიპლომატებისთვის ვიზის აკრძალვა ამოქმედდა. ჩვენ განვიხილავთ, კიდევ რა შეიძლება, გავაკეთოთ. საქართველოს მთავრობა სწორი მიმართულებით არ მიდის", - ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი.