30 ოქტომბერი 2026,   12:15
ვრცლად
ირაკლი კობახიძე ბერდია სიჭინავას: თქვენი რეპუტაცია გამოხატულია 8%-ში, ჩვენი - 54%-ში, რაც დაფიქსირდა და თქვენც აღიარეთ არჩევნების შედეგები პარლამენტში შემოსვლით. გაგიჭირდათ 1 წელი, მაგრამ საბოლოო ჯამში მოგიწიათ არჩევნების შედეგების აღიარება

"ქართული ოცნების" რეიტინგი არჩევნებში დაფიქსირდა 54 პროცენტი და თქვენი დაფიქსირდა 8 პროცენტი, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "რუსთავი 2"-ის დებატებში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრს ბერდია სიჭინავას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,  8%-იან რეიტინგი უფრო შემცირდა 2025 წლის მუნიციპალურ არჩევნებში. 

"რაც შეეხება, ვინ რა რეპუტაცია წაიღო, 8-პროცენტიან რეიტინგში, მერე უფრო შემცირდა 2025 წლის მუნიციპალურ არჩევნებში ამაში არის გამოხატული თქვენი რეპუტაცია, განსხვავებით "ქართული ოცნების" რეპუტაციისგან. "ქართული ოცნების" რეიტინგი არჩევნებში დაფიქსირდა 54 პროცენტი და თქვენი დაფიქსირდა 8 პროცენტი. თქვენი რეპუტაცია გამოხატულია 8 პროცენტში, ჩვენი რეპუტაცია გამოხატულია 54 პროცენტში. რაც დაფიქსირდა და თქვენც აღიარეთ პარლამენტში შემოსვლით არჩევნების შედეგები, გაგიჭირდათ ერთი წელი, მაგრამ საბოლოო ჯამში მოგიწიათ არჩევნების შედეგების აღიარება", - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები