27 ოქტომბერი 2026,   14:05
ვრცლად
კლინიკის დირექტორი პატრიარქზე: მდგომარეობა საყურადღებოა, ჰემოდინამიკა არასტაბილური გვაქვს

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საქართველოს პატრიარქი, ღამით, კლინიკაში გადაიყვანეს. ილია მეორე ახლა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და ყველა საჭირო კვლევა უტარდება.

მედიკოსების თქმით, მისი მდგომარეობა საყურადღებოა.

"პაციენტი შემოყვანილია კუჭიდან მასიური სისხლდენით. მას ჩაუტარდა შესაბამისი სამკურნალო-დიაგნოსტიკური პროცედურები, მოთავსებულია კრიტიკული რეანიმაციის დეპარტამენტში, მდგომარეობა საყურადღებოა, ჰემოდინამიკა არასტაბილური გვაქვს," - განაცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა, სოფიო ასპანიძემ.

პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ ჯანდაცვის მინისტრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.

დღის ამბები