26 ოქტომბერი 2026,   18:38
ვრცლად
"რთული მდგომარეობაა, იმედი ვიქონიოთ ყველამ, ვილოცოთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს და პატრიარქი გამოჯანმრთელდეს და დაგვიბრუნდეს" - მიხეილ ყაველაშვილი

კავკასიის მედიცინის ცენტრში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად, მიხეილ ყაველაშვილი იმყოფება. როგორც პრეზიდენტმა მედიკოსებთან გასაუბრების შემდეგ მედიასთან განაცხადა, მდგომარეობა რთულია, თუმცა ილია მეორეს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყველაფერი კეთდება.

"დიაგნოსტიკურ განყოფილებაში იმყოფება ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი. რთული მდგომარეობაა, იმედი ვიქონიოთ ყველამ, ვილოცოთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს და პატრიარქი გამოჯანმრთელდეს და დაგვიბრუნდეს," - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ცნობისთვის, კავკასიის მედიცინის ცენტრში, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად მივიდნენ სასულიერო პირები, ხელისუფლების წარმომადგენლები. გარდა ამისა, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ ჯანდაცვის მინისტრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.

პატრიარქი კლინიკაში კუჭიდან მასიური სისხლდენით შეიყვანეს. ის კრიტიკული რეანიმაციის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მისი ჰემოდინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია და საყურადღებოა, თუმცა მულტიპროფილური გუნდის მიერ ხდება პაციენტის აბსოლუტურად მართვა და ამ მაჩვენებლების მაქსიმალურად დასტაბილურება.

 

დღის ამბები