დაკვეთა პარტნიორებისგან - ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ოპოზიციის გაერთიანების დავალება ქვეყნის გარედან მიიღეს. პარტია "ახალის" ლიდერს ერთ-ერთ ინტერვიუში ჰკითხეს პოლიტიკური ერთობის შექმნა იყო თუ არა დაკვეთა პარტნიორებისგან - რაზეც გვარამიამ დადებითი პასუხი გასცა. ქართული ოცნებისთვის ეს არის კიდევ ერთი აღიარება, რომ ოპოზიცია გარე ძალებიდან იმართება და მათ ინტერესს ატარებს.
„გვარამიას სჩვევია ხოლმე, ქვეცნობიერი ღალატობს შიგადაშიგ და პირდაპირ ვისმენთ თუ როგორ დავალებებს იღებს ის, იღებენ მეხუთე კოლონის წარმომადგენელი ქვეყნის ფარგლებს გარედან იმ სცენარის აღსასრულებლად, შესასრულებლად, რაც მათ ავალიათ იმ აგენტურულ საქმიანობაში, რომელსაც სამწუხაროდ მეხუთე კოლონა საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებს. შესაბამისად, ესეც არის პრაქტიკულად პირდაპირი დასტური და აღიარება იმის, რომ დავალებებს რადიკალური ოპოზიცია იღებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ“, - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.