ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, გიდეონ საარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს, მინისტრი პოსტს სოციალურ ქსელში ფოტოსთან ერთად აქვეყნებს.
„დამამწუხრა ცნობამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ: დიადი ლიდერი, ისრაელისა და ებრაელი ხალხის მეგობარი“, - აღნიშნავს გიდეონ საარი.