საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები იკრიბებიან. პატივს მიაგებენ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, რომელის საპატრიარქოში სულ ცოტა ხნის წინ გადაასვენეს.
მოქალაქეებს ემოციების გარეშე კომენტარის გაკეთება უჭირთ, ამბობენ რომ პარტრიარქის გარდაცვალება მათთვის, მშობლის დაკარგვის ტოლფასია.
"ძალიან დამწუხრებული ვარ. მშობელი, რომ დამეღუპა იმის შემდეგ, ალბათ ახლა განვიცადე ასეთ ტკივილი. ყველას მამა იყო, მშობელი. ყოველთვის მეშინოდა ამ დღის. ძალიან ცუდად ვარ"
"საქართველო დაობლდა"
"ობლად ვგრძნობ თავს, სახლში ვერ გავჩერდი და წამოვედი და ეს ალბათ რაღაცას ნიშნავს. მამა გარდაგვეცვალა"
"საქართველო დაობლდა, ძალიან დიდი პატრონი იყო და იმედის მომცემი " - ამბობენ საპატრიარქოსთან შეკრებილი მოქალაქეები.