26 ოქტომბერი 2026,   15:34
ვრცლად
"მარადიული იყოს მისი ხსოვნა" - საქართველოში ჩეხეთის ელჩი ილია მეორის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოში ჩეხეთის ელჩი პეტრ კუბერნატი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

"გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ქართველ ხალხსა და ყველა ჩემს ქართველ მეგობარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო. მარადიული იყოს მისი ხსოვნა! ბოლოს მასთან შეხვედრის პატივი 2023 წლის 6 დეკემბერს მქონდა", – წერს საქართველოში ჩეხეთის ელჩი პეტრ კუბერნატი.

 

დღის ამბები