27 ოქტომბერი 2026,   05:26
ვრცლად
პატრიარქის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია თითოეული ქრისტიანისთვის, ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს - კომუნიკაციების კომისია

კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, კომუნიკაციის კომისია განცხადებას ავრცელებს.

„ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალებას. მისი მოღვაწეობა განუზომელი მნიშვნელობის არის მართლმადიდებლური სამყაროსთვის. პატრიარქის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია თითოეული ქრისტიანისთვის.

საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში, ღვთივმიიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია II", - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები