საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II გარდაცვალება გამო მწუხარება გამოთქვა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
"ყველა ადამიანის გული - არ აქვს მნიშვნელობა, ის მორწმუნე ქრისტიანია თუ არა, რა თქმა უნდა, დღეს არის დიდი ტკივილით აღსავსე - ჩვენი პატრიარქი უფლის წინაშე წარსდგა. მისი ეს მძიმე ჯვარი, რომელიც მან თავის სამშობლოსთან ერთად ატარა დღეს უფლის წინაშე არის. ღმერთმა აცხონოს მისი სული", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.