სამების საკათედრო ტაძარში მრევლი და რიგითი მოქალაქეები იკრიბებიან სადაც სავარაუდოდ, რამდენიმე საათში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის ცხედარს გადაასვენებენ.
როგორც მოქალაქეები აცხადებენ, ისინი მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან ტაძარში და დაელოდებიან პატრიარქის გადმოსვენებას, რათა პატივი მიაგონ მის ხსოვნას.
ამ დროისთვის, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი საპატრიარქოს შენობაშია დასვენებული. იქ იმყოფებიან როგორც სასულიერო პირები, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.