28 ოქტომბერი 2026,   19:48
ვრცლად
ილია II იყო თანამედროვე მართლმადიდებლობის ღირსშესანიშნავი პიროვნება და სარწმუნოების მტკიცე აღმსარებელი - რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა დანიელმა სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

"ღრმა მწუხარებით მივიღეთ ცნობა ჩვენი საყვარელი ძმის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. იგი იყო თანამედროვე მართლმადიდებლობის ღირსშესანიშნავი პიროვნება და სარწმუნოების მტკიცე აღმსარებელი, რომელიც სიბრძნით წინამძღოლობდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას როგორც განსაცდელის, ასევე განახლების პერიოდში.

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით სამძიმარს ვუცხადებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას", - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები