საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის პანაშვიდები სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.
"ვუსამძიმრებ მთელს საქართველოს, ვუსამძიმრებ მორწმუნეებს, კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალებას.
ხვალ შედგება სინოდი, 14:00 საათზე, სინოდის შემდეგ გავაცხადებთ დეტალებს დაკრძალვასთან დაკავშირებით, ხვალვე გადავასვენებთ კათოლიკოს პატრიარქს სამების საკათედრო ტაძარში, იქ იქნება პანაშვიდები. საპატრიარქოში ხვალ პანაშვიდები არ იგეგმება.
შეიქმნება ერთობლივი დამკრძალავი კომისია სახელმწიფოსთან ერთად, ყველა დეტალის შესახებ ხვალ გახდება ცნობილი." - აცხადებს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.