პოლონეთის საელჩო საქართველოში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო, სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს.
"პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო თბილისში გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.
მისი უწმინდესობა სამუდამოდ დარჩება მეხსიერებაში როგორც უმაღლესი მორალური ავტორიტეტი, ქართველი ერის სულიერი მამა და განსაცდელის ჟამს გადარჩენის სიმბოლო.
მშვიდობით განისვენოს მისმა უწმინდესობამ," - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე