"გამოვთქვამთ დიდ მწუხარებას, მინდა მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს და მართლმადიდებლურ სამყაროს, ეპოქალური ადამიანი დავკარგეთ," - განაცხადა დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
"მართლაც დიდი მწუხარება და გლოვაა ქვეყნისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის, ვიმედოვნებთ, რომ ის, როგორც ჩვენი სულიერი მამა, ზეციური ცათა სასუფევლიდან კვლავაც ილოცებს ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს სინოდზე განიხილება დაკრძალვის დეტალები," - განაცხადა დეკანოზმა.