"მისი სულიერი შვილობა იყო დიდი სიხარულიც და დიდი პასუხისმგებლობაც და ახლა, როცა ის შეუერთდა წმინდანთა დასს, ორჯერ მეტად გვმართებს ვიცხოვროთ ისე, რომ ზეციურ საქართველოში შევუმსუბუქოთ ლოცვა", - ამის შესახებ უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"მისი სულიერი შვილობა იყო დიდი სიხარულიც და დიდი პასუხისმგებლობაც და ახლა, როცა ის შეუერთდა წმინდანთა დასს, ორჯერ მეტად გვმართებს ვიცხოვროთ ისე, რომ ზეციურ საქართველოში შევუმსუბუქოთ ლოცვა. გავუფრთხილდეთ მის საყვარელ საქართველოს და ერთმანეთს. მასთან თითოეული შეხვედრა იყო სულიერების გაკვეთილი და არც ერთი სიტყვა არ მავიწყდება. ჩემს შვილს, კირიონს, მოვუყვები და ვასწავლი ქრისტიანობას. დაე, ჩვენს შვილებს ეცხოვროთ ერთიან საქართველოში, რაც მისი ყველაზე დიდი ოცნება იყო. მადლობა, უწმინდესო! გვიყვარხარ", - წერს რატი იონათამიშვილი.