15 ოქტომბერი 2026,   05:18
ვრცლად
"არავინ ელოდა ამ ყველაფერს, იმედია ერთობით და მშვიდობით ვიცხოვრებთ, როგორც მას სურდა" - სამების ტაძარში მრევლი იკრიბება

სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საყოველთაო პანაშვიდებისთვის სამზადისი დაიწყო.

ხვალიდან ნებისმიერ მსურველს ექნება საშუალება პატივი მიაგოს და გამოემშვიდობოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ეს.

მრევლის თქმით საქართველოს ძალიან მძიმე დღე დაუდგა. 

"არავინ ელოდა ამ ყველაფერს, იმედია ერთობით და მშვიდობით ვიცხოვრებთ, როგორც მას სურდა".

"ასე მგონია, რომ ეპოქა დასრულდა, ქართველი ხალხი მას ყოველდღე გაიხსენებს, ეს არის უდიდესი პიროვნება", - აღნიშნავს სამებაში მისული მრევლი. 

დღის ამბები