28 ოქტომბერი 2026,   05:43
ვრცლად
საპატრიარქოში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები იკრიბებიან

საპატრიარქოში, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები იკრიბებიან. უკვე მეორე საათია საპატრიარქო რეზიდენციაში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს, სადაც სინოდის წევრები კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის დეტალებს განიხილავენ.

გადაწყვეტილება, თუ როდის და სად იქნება დასაფლავებული საქართველოს პატრიარქი, სწორედ სინოდის ამ სხდომის შემდეგ გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი. 

ამასთან, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის  დეპარტამენტის ინფორმაციით, სინოდის სხდომის შემდეგ, 16:00 საათზე მის უწმინდესობას საპატრიარქო რეზიდენციიდან მსვლელობით ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში გადაასვენებენ.

დღის ამბები