27 ოქტომბერი 2026,   04:46
ვრცლად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საპატრიარქო რეზიდენციიდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, საპატრიარქო რეზიდენციიდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს.

მსვლელობა საპატრიარქოდან დაახლოებით ერთი საათის წინ, წმინდა სინოდის 2-საათიანი სხდომის დასრულების შემდეგ დაიწყო. საავტომობილო გზა, ხალხმრავლობის გამო, დილიდან გადაკეტილი იყო, მიღებულია უსაფრთხოების ზომები.

საპატრიარქოსთან, ისევე როგორც სამების საკათედრო ტაძარში, დილიდან შეკრებილები არიან მოქალაქეები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების  წარმომადგენლები. 

დღეს, სინოდის სხდომაზე ეპისკოპოსების მიერ განისაზღვრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის დღე და ცერემონიის დეტალები - უწმინდესსა და უნეტარესს კვირას, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.

დღეს წმინდა სინოდმა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა.

დღის ამბები