28 ოქტომბერი 2026,   00:35
ვრცლად
დღეს ჩვენ ყველანი ჭირისუფლები ვართ და ყველა განვიცდით ამ დღეს... უწმინდესი უნდა ავაცილოთ სამებაში და მერე უნდა დაიკრძალოს, ეს დაუჯერებელი რამეა - დეკანოზი შალვა კეკელია

დღეს ჩვენ ყველანი ჭირისუფლები ვართ და ყველა განვიცდით ამ დღეს. ვერც კი წარმოგვიდგენია, რომ დღეს ამ გზაზე მივაცილებთ, უნდა ავაცილოთ სამებაში და მერე უნდა დაიკრძალოს, - განაცხადა ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ მსვლელობის დროს.

მისის თქმით, ქართველებმა ერთმანეთი უნდა შეიყვარონ და ერთმანეთის პატივისცემა ისწავლონ, რის გამოც იღვაწა პატრიარქმა.

"დღეს ჩვენ ყველანი ჭირისუფლები ვართ და ყველა განვიცდით ამ დღეს. ვერც კი წარმოგვიდგენია, რომ დღეს ამ გზაზე მივაცილებთ და უწმინდესი უნდა ავაცილოთ სამებაში და მერე უნდა დაიკრძალოს. ეს დაუჯერებელი რამეა, ვერაფრით ვერ ვიჯერებთ ამას. ამ გზაზე რომ მოვდიოდით, მახსენდებოდა, როდესაც სამების ტაძრის ჯვარი აბრძანდა და დღეს პატრიარქს მივაბრძანებთ. დაგვილოცოს ღმერთმა ჩვენი უწმინდესი, იქიდან ჩვენთვის ილოცებს და ერთადერთი რამე მინდა ვთხოვო ყველას, რომ რასაც პატრიარქი ჩვენ გვთხოვდა შეგვესრულებინოს - ქართველებს ერთმანეთი შეგვეყვარებინოს და ერთმანეთის პატივისცემა გვესწავლოს, რის გამოც იღვაწა პატრიარქმა. ჩვენ რომ ერთმანეთი გვყვარებოდა, ამისთვის იღვაწა პატრიარქმა. როგორც ახლა ვართ გაერთიანებული, ღმერთმა ეს ერთობა არ მოშალოს", - განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

დღის ამბები