27 ოქტომბერი 2026,   07:30
ვრცლად
პატრიარქის ავტორიტეტის დამსახურება იყო, რომ ჩვენი გმირების გადმოსვენება მოხერხდა - სოზარ სუბარი 2008 წლის მოვლენებზე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, სოზარ სუბარმა, "რუსთავის 2-ის" ეთერში, 2008 წლის მოვლენები გაიხსენა, როდესაც სწორედ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის მეშვეობით მოხერხდა კონფლიქტის ზონიდან დაღუპული გმირის სამხედროების ცხედრების გამოსვენება.

"2008 წელს იყო სიტუაცია, როდესაც ქართველი ტყვეები და ჩვენი გმირი ჯარისკაცების ცხედრები იყვნენ [ჩარჩენილნი], ხელისუფლება არც კი ფიქრობდა ამაზე.

ამ დროს, მისმა უწმინდესობამ გამოიჩინა ინიციატივა, პირადად ჩაუდგებოდა ჩვენი გმირი სამხედროების ცხედრების გადმოსვენებას სათავეში. მისი პირადი ავტორიტეტის დამსახურება იყო, რომ ჩვენი გმირების გადმოსვენება მოხერხდა, თორემ დიდი შანსი იყო, რომ ბევრი ცხედარი ვერ მონახულიყო იმიტომ, რომ დროთა განმავლობაში ეს საფლავებიც იკარგება.

ეს იყო ადამიანი, რომელმაც სფერო არ დატოვა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომელსაც თავისი ძალიან დიდი კვალი არ დაარჩინა. ეს არის ეპოქა, რომელიც გაგრძელდება ძალიან დიდხანს, რადგან ახალი ერის ჩამოყალიბებაში მიიღო მან მონაწილეობა", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

დღის ამბები