მუსიკოსი, ზაზა მარჯანიშვილი, "რუსთავი 2-ის" ეთერში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის შესახებ ისტორიას იხსენებს.
როგორ მუსიკოსი იხსენებს, სწორედ პატრიარქის მოწოდება იყო საწინდარი იმისა, რომ მისი 20-წლიანი ემიგრაცია დასრულდა და სამშობლოში დაბრუნდა.
"ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზეზი საქართველოში დაბრუნებისა იყო პატრიარქის მოწოდება, რომ დაბრუნდით საქართველოშიო, ასეც მოხდა, დავბრუნდი. დაემთხვა სამოსელ პირველზე მუშაობა, რომელიც ინსპირირებული იყო უძღები შვილის იგავით. ჩემს მოძღვარს, მამა ალექსანდრეს ვთხოვე, რომ იქნებ, მიმიყვანო პატრიარქთან და კურთხევა ავიღო, რომ წარვადგინო ეს ნაწარმოებითო. მიმიყვანა და მაშინ ვნახე პატრიარქი.
ორმა რამემ გამაოცა - ისეთი მუსიკალური შეკითხვები დამისვა, მხოლოდ მუსიკოსი რომ მიხვდება და ძალიან გამიკვირდა, ზებუნებრივი ნიჭია ეს, თუ არ ვიცი, რა არის, შემდეგ კარგი რაღაცები თქვა მუსიკასთან დაკავშირებით. თითქოს მასწავლა, რომ შენივე არჩეული საქმით, როგორ უნდა გააკეთო ისე, რომ არ მოკვდე და მხოლოდ გარდაიცვალო, ამისთვის ძალიან დიდი მადლობელი ვარ მისი", - განაცხადა ზაზა მარჯანიშვილმა.