15 ოქტომბერი 2026,   12:09
ვრცლად
"ის იყო რწმენის საყრდენი, ქართველი ხალხისთვისა და სახელმწიფოსთვის დიდი სიბრძნის წყარო" - ალენ სიმონიანის სამძიმრის წერილი შალვა პაპუაშვილს

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარე ალენ სიმონიანი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს სამძიმრის წერილს უგზავნის.

"დიდი მწუხარებით შევიტყვეთ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების შესახებ.

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების სახელით, აგრეთვე, ჩემი სახელით, გიცხადებთ გულწრფელ სამძიმარს თქვენ და ჩვენს კოლეგებს საქართველოს პარლამენტიდან.

ის იყო რწმენის საყრდენი და ქართველი ხალხისთვისა და სახელმწიფოსთვის დიდი სიბრძნის წყარო.

მისმა სულმა მარადიულ სიმშვიდეში განისვენოს", - აღნიშნულია სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარის, ალენ სიმონიანის სამძიმრის წერილში.

დღის ამბები