სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება.
მოქალაქეების ნაკადი 24 საათის განმავლობაში არ წყდება - ათასობით ადამიანი ცდილობს პატივი მიაგოს იმ ადამიანის ხსოვნას, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ერის ერთიანობისა და სიმტკიცის სიმბოლო იყო. ხალხმრავლობაა, როგორც ტაძრის შიგნით, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
საქართველოში 22 მარტის ჩათვლით გლოვაა გამოცხადებული.