სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქისთვის პატივის მისაგებად მოქალაქეები ამ დრომდე იკრიბებიან. ხალხის ნაკადი არ წყდება - ათასობით მოქალაქე ცდილობს პატივი მიაგოს იმ ადამიანის ხსოვნას, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ერის ერთიანობისა და სიმტკიცის სიმბოლო იყო. ხალხმრავლობაა როგორც ტაძრის შიგნით, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
სამგლოვიარო ცერემონიაზე იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, თბილისის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
ცნობილია, რომ ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიას მსოფლიო პატრიარქი ბართლომე დაესწრება.
პატრიარქს 22 მარტს, თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ.
საქართველოში 22 მარტის ჩათვლით გლოვის დღეებია.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.