27 ოქტომბერი 2026,   11:18
ვრცლად
საქართველომ დაკარგა სულიერი მამა, დამთავრდა დიდი სასულიერო მოღვაწეების ეპოქა - ბექა დავითულიანი

სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის პატივის მისაგებად, უმრავლესობის წევრი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბექა დავითულიანი მივიდა.

მისი განცხადებით, მთლიანად ქრისტიანულმა სამყარომ ილია II-ის სახით, სულიერი მამა დაკარგა.

"საქართველომ დაკარგა თავისი სულიერი მამა, და არამარტო მართლმადიდებლურმა სამყარომ, არამედ მთლიანად ქრისტიანულმა სამყარომ დაკარგა ერთ-ერთი უკანასკნელი, დიდი ეპოქებგამოვლილი რელიგიური მოღვაწე. ამით დამთავრდა დიდი სასულიერო მოღვაწეების ეპოქა. დაველოდოთ, მისი ლოცვა-კურთხევით როგორ გავაგრძელებთ სულიერ ცხოვრებას,"- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

სამგლოვიარო ცერემონიაზე, სამების საკათედრო ტაძარში დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ - პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, თბილისის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

პატრიარქს 22 მარტს, თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ.

 

დღის ამბები