03 აგვისტო 2026,   04:15
ვრცლად
რეგიონის მუნიციპალიტეტები მზადყოფნაში არიან, რათა უზრუნველყონ მოქალაქეთა ორგანიზებული გადაადგილება თბილისში - სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული

პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, რეგიონებიდან თბილისში გამომგზავრების მსურველთათვის უფასო ტრანსპორტი ინიშნება. შესაბამისი გადაწყვეტილება სპეციალურად შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ მიიღო.

ასევე ცნობილია, რომ ხვალ და ზეგ მგზავრებს უფასოდ მოემსახურება საქართველოს რკინიგზაც. დამატებითი რეისები შესრულდება როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო ტრანსპორტით.

"საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 21-22 მარტს რეგიონებიდან ტრანსპორტირება მოქალაქეებისთვის უფასო იქნება. ჩვენი რეგიონის მუნიციპალიტეტები სრულ მზადყოფნაში არიან, რათა უზრუნველყონ მოქალაქეთა ორგანიზებული გადაადგილება თბილისში. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ ღრმა მწუხარებას ჩვენი პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს," - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, დავით ვერავამ.

დღის ამბები