28 ოქტომბერი 2026,   10:37
ვრცლად
პატრიარქის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად, ზუგდიდიდან კოლონა დაიძრა

ერთ-ერთი ადგილი, საიდანაც რეგიონებიდან თბილისში უფასოდ გამომგზავრებაა შესაძლებელი, ზუგდიდია. ადგილობრივი ეპარქიისა და მერიის მხარდაჭერით, პირველი რეისები ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან დედაქალაქის მიმართულებით უკვე დაიძრა. საუბარია 10 მიკროავტობუსსა და ამდენივე ავტობუსზე.

ტრანსპორტი მრევლს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გამოსამშვიდობებელ ღონისძიებაზე დასასწრებად უფასოდ მოიყვანს.

დღის ამბები