27 ოქტომბერი 2026,   01:05
ვრცლად
იმედია, ღმერთი მოგვცემს ნუგეშს, რათა დიდი სიყვარულით და ღირსეულად ვატაროთ ის, რაც დაგვიტოვა ილია მეორემ - მარიამ ლაშხი

გლოვის მეოთხე დღე - სამების ტაძარში ამ დრომდე არ წყდება ხალხის ნაკადი - ნაკადი, რომელიც ქართველთა სიყვარულისა და მადლიერების გამოხატულებაა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად, მოქალაქეები უზარმაზარ რიგში, საათობით დგანან. იმისთვის, რომ ყველა მსურველმა შეძლოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის უკანასკნელი პატივის მიგება, ეკლესიის კარი 24 საათის განმავლობაში ღიაა.

სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებიან ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

"ძალიან დიდი ტკივილია ჩვენთვის ყველასთვის, არა მარტო ქართველებისთვის და მართლმადიდებლებისთვის, არამედ მთელმა მსოფლიომ დაკარგა ძალიან დიდი ადამიანი. იმედია, ღმერთი მოგვცემს ნუგეშს, რათა დიდი სიყვარულით და ღირსეულად ვატაროთ ის, რაც დაგვიტოვა ილია მეორემ," - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა.

დღის ამბები