26 ოქტომბერი 2026,   15:21
ვრცლად
"უმძიმესი დღე დაგვიდგა, უცრემლოდ საუბარი შეუძლებელია" - სამების საკათედრო ტაძარში მოქალაქეების ნაკადი არ წყდება

სამების საკათედრო ტაძარში ხალხის ნაკადი არ წყდება. უწმინდესთან და უნეტარესთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად, მოქალაქეები რიგში საათობით დგანან.

სამების ტაძრის ეზო და მიმდებარე ქუჩები ხალხითაა სავსე. მათთვის, ვისაც ილია მეორისთვის უკანასკნელი პატივის მიგება სურს, ეკლესიის კარი 24 საათის განმავლობაში ღიაა.

"უმძიმესი დღე დაგვიდგა. ძალიან დიდი პატრიარქი გარდაგვეცვალა, უცრემლოდ მაგაზე საუბარი შეუძლებელია. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება მისი მოღვაწეობის პერიოდში გავატარე. ყველაფერი კარგი გააკეთა თავისი ქვეყნისთვის, თავისი ხალხისთვის. ძალიან დიდი ადამიანი იყო," - აღნიშნა ერთ-ერთმა მრევლმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს უწმინდესსა და უნეტარეს ილია ΙΙ-ს, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში უძღვებოდა ქართულ ეკლესიას, კვირას სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში დაკრძალავენ.

დღის ამბები