17 ოქტომბერი 2026,   16:25
ვრცლად
"ყველა მორწმუნის მიმართ გამოვხატავთ სამძიმარს, გვინდა, დაგარწმუნოთ, რომ თქვენთვის ვლოცულობთ" - იერუსალიმის, როდოსის და მალტის წმ. იოანეს ჰოსპიტალიერთა სუვერენული სამხედრო ორდენი

იერუსალიმის, როდოსის და მალტის წმ. იოანეს ჰოსპიტალიერთა სუვერენული სამხედრო ორდენი კანცელარია სამძიმრის წერილს ავრცელებს.

სამძიმრის ოფიციალური წერილით, ფრა ემანუელ რუსო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, მიტროპოლიტ შიოს მიმართავს. 

"თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, ღრმა მწუხარებით შევიტყვე მისი უწმინდესობის, ილია II-ის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, გარდაცვალების შესახებ - პიროვნებისა, რომელიც ქართველი ხალხისთვის დიდად პატივსაცემი სულიერი მამა იყო.

მისი ხანგრძლივი მსახურების განმავლობაში, რომელიც 1977 წელს დაიწყო, მისი უწმინდესობა სიბრძნითა და ერთგულებით ხელმძღვანელობდა ეკლესიას, ურთულეს პერიოდებში ინარჩუნებდა მას და მხარს უჭერდა მის სულიერ განახლებას.

მალტის სუვერენული სამხედრო ორდენის სახელით მსურს გამოვხატო თქვენს მიმართ, წმინდა სინოდის და ყველა მორწმუნის მიმართ ჩემი უღრმესი სამძიმარი და დაგარწმუნოთ, რომ ამ გლოვის დროს თქვენთვის ვლოცულობთ.

ვანდობ განსვენებული პატრიარქის სულს უფლის მოწყალებას და ვლოცულობ, რომ ყველა, ვინც მას გლოვობს, ნუგეში ჰპოვოს," - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

 

დღის ამბები