28 ოქტომბერი 2026,   22:02
ვრცლად
საფლავის ლოკაცია შეირჩა იმგვარად, რომ განისაზღვრა ლიტურგიკული პრინციპები და ეკლესიის ზოგადი ტრადიცია - მამა დავით ტატანაშვილი

საპატრიარქოსა და სახელმწიფოს ერთობლივი კომისიის წევრები სინოდთან ერთად შეთანხმდნენ პატრიარქის დაკრძალვის ადგილთან დაკავშირებით.

თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში შერჩეულია ზუსტად ის ადგილი, რომელიც თავად პატრიარქს სურდა. სწორედ აქ მოღვაწეობდა ილია მეორე წლების განმავლობაში. სიონში დაკრძალულია საქართველოს 8 პატრიარქი.

საპატრიარქოსა და სახელმწიფოს ერთობლივი კომისიის წევრები სიონის ტაძარში გუშინ იმყოფებოდნენ.

მამა დავით ტატანაშვილი აცხადებს, რომ საფლავის ლოკაციის შერჩევისას გაითვალისწინეს, როგორც ლიტურგიკული პრინციპები, ასევე - ზოგადი ეკლესიის ტრადიცია. 

"საფლავის ლოკაციის შერჩევა განისაზღვრა იმგვარად, რომ განისაზღვრა ლიტურგიკული პრინციპები და ასევე - ზოგადი ტრადიცია ეკლესიისა. ბევრი წმინდანი გვყავს ასე დაკრძალული ჩრდილოეთ ან სამხრეთ მხარეს ამბიონთან, წმინდა ნინო გვყავს, იოანე ზედაზნელი ასე დაკრძალული და არის ამის პრაქტიკა. 

სიონის საკათედრო ტაძარს დედა ეკლესიას ვუწოდებთ ჩვენ, სანამ სამების საკათედრო ტაძარი აღესრულებოდა, პატრიარქიც აქ მსახურობდა. ჩვენი ძველი პატრიარქებიც აქ განისვენებენ და ამას დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს," - აცხადებს მამა დავითი.

დღის ამბები