სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის პანაშვიდზე პრეზიდენტი დღეს კიდევ ერთხელ იმყოფებოდა. როგორც მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს, პატრიარქის ხსოვნას პატივი ოჯახის წევრებთან, მეუღლესთან და შვილებთან ერთად მიაგო.
ტაძრის ეზო და მიმდებარე ტერიტორია უკვე მესამე დღეა ხალხით არის სავსე. პატრიარქისთვის პატივის მიგების მსურველთა რიგი დიდია, ადგილზე 24 საათის განმავლობაში იკრიბება მრევლი, მოქალაქეები, სასულიერო პირები.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 22 მარტს, თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ.