27 ოქტომბერი 2026,   15:26
ვრცლად
სამების საკათედრო ტაძართან ხალხის ნაკადი არ წყდება - კათოლიკოს-პატრიარქისთვის პატივის მიგების მსურველები საკუთარ რიგს საათები ელოდებიან

სამების საკათედრო ტაძართან ხალხის ნაკადი არ წყდება, სავსეა ეკლესიის ეზო და მიმდებარე ქუჩები, კათოლიკოს-პატრიარქისთვის პატივის მიგების მსურველები საკუთარ რიგს საათები ელოდებიან.

მიუხედავად უამინდობისა იკრიბება მრევლი, მოქალაქეები, რომლებიც რეგიონებიდან ჩამოდიან, სასულიერო პირები, სხვადასხვა უწყებების თანამშრომლები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიას მსოფლიო პატრიარქი ბართლომე დაესწრება, თბილისში ვატიკანის დელეგაციასაც ელოდებიან.

საპატრიარქოს ინფორმაციით საკათედრო ტაძარი მოსაწესრიგებლად ამაღამ 02:00 საათიდან 03:00 საათამდე დაიხურება.

21 და 22 მარტს ქვეყნის მასშტაბით ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში, ზუსტად 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარები დაირეკება.


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გლოვის დღეები დაკრძალვის დღის ჩათვლით გაგრძელდება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში 17 მარტს, გარდაიცვალა. პატრიარქს 22 მარტს, მისი ანდერძის თანახმად თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ

დღის ამბები