სამების საპატრიარქო ტაძარში, ილია მეორესთვის პატივის მისაგებად, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები მივიდნენ.
ტაძართან ხალხის ნაკადი ამ დრომდე არ წყდება - სავსეა ეკლესიის ეზო და მიმდებარე ქუჩები. კათოლიკოს-პატრიარქისთვის პატივის მიგების მსურველები საკუთარ რიგს საათები ელოდებიან. იკრიბება მრევლი, მოქალაქეები, რომლებიც რეგიონებიდან ჩამოდიან, სასულიერო პირები, სხვადასხვა უწყების თანამშრომლები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.