საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო, სლოვენიაში საქართველოს საელჩოში სამძიმარი გამოხატა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ზაგრებისა და ლიუბლიანის მიტროპოლიის ეპისკოპოსმა კირილო ბოიოვიჩმა.
"ეპისკოპოსმა ლიუბლიანის სერბულ-მართლმადიდებლურ ტაძარში აღვლენილი წირვის შემდეგ მრევლს უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმართა, ისაუბრა პატრიარქის ღვაწლზე და ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული ეკლესიის ტრადიციებსა და სიძლიერეზე.
ეპისკოპოსი ღვთისმსახურებთან და მონაზვნებთან ერთად ეწვია საქართველოს საელჩოს და მიუსამძიმრა სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კონსტანტინე სურგულაძეს, გადასცა მას სლოვენიაში მოქმედი სერბული ეკლესია-მონასტრების სამძიმარი. მეუფე კირილემ და მისმა თანმხლებმა პირებმა საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთეს და აღავლინეს მიცვალებულთა მცირე კვერექსი", - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე