გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის სახელით, მისმა უმაღლესმა წარმომადგენელმა, მიგელ ანხელ მორატინოსმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს.
მან ხაზი გაუსვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩეულ როლსა და მრავალწლიან ღვაწლს და სამძიმარი გამოუცხადა ქართველ ერს.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე