სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შვეიცარიაში აკრედიტებულმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, მათ შორის ისრაელის, ყაზახეთის, სერბეთის, აზერბაიჯანის და ნიდერლანდების ელჩებმა, საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში თანადგომის ნიშნად ჩანაწერი გააკეთეს.
"განსაკუთრებით ვაფასებთ მათ თანაგრძნობასა და მხარდაჭერას, რომელიც ამ მძიმე პერიოდში დიდი მნიშვნელობის მატარებელია ქართველი ხალხისთვის და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საერთაშორისო სოლიდარობისა და მეგობრობის მნიშვნელობას", - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე