28 ოქტომბერი 2026,   05:46
ვრცლად
სამძიმრის გამოსახატად, აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს ქვეყნის პრემიერი, მინისტრთა კაბინეტისა და მილი მეჯლისის წევრები ესტუმრნენ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამძიმრის გამოსახატად აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს ეწვივნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ალი ასადოვი, მინისტრთა კაბინეტისა და მილი მეჯლისის, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, კავკასიის მუსლიმთა სულიერი წინამძღოლი, შეიხ-ულ-ისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადე და აზერბაიჯანში მოქმედი რელიგიური კონფესიების ხელმძღვანელები, აზერბაიჯანის საზოგადოებრიობისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საელჩო აზერბაიჯანში ავრცელებს.

მათ მწუხარება გამოხატეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალების გამო და სამძიმრის წიგნში ჩანაწერები დატოვეს.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები